მუნდიალის მასპინძლობის უფლებაზე სამხრეთ აფრიკისთვის ერთი ხმა 6,6 მლნ ფუნტად "გაიყიდა"

AutoSharing Option
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო აგრძელებს ფიფასთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალის გამოძიებას.

BBC-ის ცნობით, ორგანიზაციის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა, მსოფლიოს 2010 წლის მუნდიალის მასპინძლის არჩევისას, სამხრეთ ამერიკის მხარდამჭერი ერთი ხმის სანაცვლოდ 6,6 მლნ ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. ეჭვმიტანილის ვინაობა არ სახელდება.

გფბ-ის მონაცემებით, ამ ჩინოვნიკმა ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯეკ უორნერის ანგარიშზე სამჯერ გადარიცხა თანხა, რომელიც უკვე არის კორუფციული საქმის ერთერთი ფიგურანტი.

ამასთან, არსებობს ეჭვები, რომ მსოფლიოს 2006, 2018 და 2022 წლების ჩემიონატების მასპინძლობის უფლებები ფიფამ გერმანიას, რუსეთსა და ყატარს კანონდარღვევებით მიანიჭა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული