ამის შესახებ მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანო თავის ოფიციალურ საიტზე იუწყება.
ფიფას ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ ჩინოვნიკის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება ორგანიზაციის შიგნით არსებული კორუფციული სკანდალის გამო მიიღო.
არსებული ინფორმაციით, უორნერმა არაერთგზის დაარღვია უხეშად ფიფას ეთიკის კოდექსი და ამიერიდან მას ფეხბურთში საქმიანობა როგორც ნაციონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე აკრძალული აქვს.