მადრიდის "რეალისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა საკუთარი აზრი გამოთქვა 2006 წლის მსოფლიო თასის ფინალში ზინედინ ზიდანისა და მარკო მატერაცის დაპირისპირების შესახებ.
"ფეხბურთში ნაჩვენები მიღწევების გამო ზიდანს უდიდეს პატივს ვცემ, თუმცა იმ ეპიზოდში ზინედინი სწორი არ იყო, მან უდიდესი შეცდომა დაუშვა. ის ხომ მისი უკანასკნელი მატჩი იყო და კარიერის ამ ფორმით დასრულება ხომ სამარცხვინოა.
მოედანზე ყველაფერი შეიძლება თქვა, თუმცა ეს მოედანზევე უნდა დარჩეს. საქმე იმაში არაა, რომ მატერაცი მოიქცა არასწორად, არამედ არცერთი მათგანი არ იყო სწორი.
ჩემთვის ძალიან დამრთგუნველი
იყო იმის ნახვა, რომ ზიდანი მსოფლიო ჩემპიონატს ამ ფორმით ტოვებდა", - განაცხადა კანავარომ AS-თან საუბრისას.
აღნიშნულ შეხვედრაში ზინედინ ზიდანი მატჩის მთავარმა მსაჯმა მოედნიდან მატჩის მეორე დამატებით ტაიმში გააძევა. თამაში კი ფრედ (1:1) დასრულდა და პენალტების სერიაში იტალიამ გაიმარჯვა (5:3).
https://www.youtube.com/watch?v=OoP04d72rkw
მატერაცის არ ვამართლებ რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ იტალიამ დაუმსახურებლად მოიგო ჩემპიონატი.
კანავარომ Თქვა - It is a shame (ინგლისური სტატია ვნახე და მანდ სწორად იქნებოდა - ეს კი "სამრცხვინოს" არ ნიᲨნავს, არამედ "დასანანია"-ს ნიᲨნავს.
ისწავლეᲗ ეს ინგლისური საბაზო დონეზე მაინც და მერე დაწერეᲗ სტატიები, Ძვირფასო Ჟურნალისტებო... ან ელემენტარულად, ლოგიკა მაინც არ გაქვᲗ?? კანავარო და ზიდანი ერᲗად იყვნენ იუვეᲨიც და რეალᲨიც - როგორ იტყოდა კანავარო Თავის მეგობარზე "სამარცხვინოაო"?
მან უბრალოდ დიპლომატიურად ორივე გაამტყუნა და Თქვა, არასწორია ორივეო.