იტალიის ნაკრების მცველმა ჯორჯო კიელინიმ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელ ლუის სუარესთან ინციდენტი გაიხსენა, როდესაც მეტოქემ უკბინა.
"სიმართლეს მოგახსენებთ, სუარესით და მისი გამოხდომებით აღფრთოვანებული ვარ, რადგან ამის გარეშე ის ჩვეულებრივი ფეხბურთელი იქნებოდა. იმ დღეს არაფერი გასაკვირი არ მომხდარა. თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ედინსონ კავანის ვმეურვეობდი. ის მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა. უცბად ვიგრძენი, რომ მხარზე მიკბინეს. ეს მოხდა და მორჩა. ერთი-ერთზე ბრძოლისას სხვადასხვა სტრატეგია არსებობს.
მე და სუარესი ერთმანეთს ვგავართ. მისნაირი თავდამსხმელები მომწონს. თამაშიდან რამდენიმე დღის შემდეგ დავურეკე. მას
ბოდიში არ უნდა მოეხადა. მოედანზე მეც გარეწარი ვარ და ამით ვამაყობ. სპორტული სიავე თამაშის ნაწილია. მოწინააღმდეგის დასაჯაბნად მოხერხებული უნდა იყო", - ციტირებს კიელინის Football Italia.