ჩრდ. კორეის ნაკრები 1966 წელს საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს - მიზეზი მსოფლიო თასზე იტალიის დამარცხება იყო...

AutoSharing Option
დღევანდელ სამყაროში თითქმის ყველა ქვეყანას აქვს საფეხბურთო ჩემპიონატი, ისეთებსაც კი, მოსახლეობის დიდ ნაწილს აბორიგენები რომ შეადგენენ და თანამედროვე მსოფლიოს მიმართ ინტერესიც არ გააჩნიათ; არც კორონავირუსის შესახებ იციან და არც მესისა თუ რონალდოს.

რეგულარული საფეხბურთო ჩემპიონატი ტარდება ისეთ ჩაკეტილ სახელმწიფოშიც, როგორიც ჩრდილოეთი კორეა გახლავთ. ამ ქვეყნის ნაკრებმა 1966 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფიდან გასვლაც კი მოახერხა. იქ გამოსვლაც დიდი წარმატება იყო, ჯგუფიდან გასვლა ხომ, საერთოდ. თუმცა ქვეყნის მმართველებმა ფეხბურთელები საინტერესოდ დააჯილდოეს.

მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ჩრდ. კორეის ნაკრებმა ავსტრალიის დამარცხების შემდეგ მოახერხა. სხვათა
შორის, 1966 წლის მუნდიალს  აზიურმა და აფრიკულმა ნაკრებებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. მათ მიაჩნდათ, რომ მსოფლიო თასზე კონტინენტების მიხედვით ადგილები არასამართლიანად ნაწილდებოდა. საერთო ჯამში, კორეელები ინგლისში გაემგზავრნენ, თუმცა ერთადერთი აზიური ნაკრები აუტსაიდერის სტატუსით იყო.

ამ ყველაფერს თან კიდევ ერთი ისტორია ახლდა. კორეაში 10 წლის წინ ომი იყო, ერთი კორეა ორი გახდა. მათი მსოფლიო თასზე დაშვება არც უნდოდათ, თუმცა ბოლოს მაინც დაუშვეს, ოღონდ თამაშის წინ ჰიმნის გაჟღერების უფლება არ მისცეს.

ქვეჯგუფში კორეელები საბჭოთა კავშირის, იტალიისა და ჩილეს ნაკრებ გუნდებთან ერთად მოხვდნენ. ჩემპიონატზე ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია აჩვენეს და იტალიას 1:0 მოუგეს. ჩილეს ნაკრებთან ფრედ ითამაშეს, სსრკ-სთან 0:3 დამარცხდნენ, თუმცა იტალიის დამარცხებით შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხეს.

შემდეგი ეტაპი კი მეოთხედფინალი იყო. კორეელებმა აქაც საოცრად დაიწყეს - პორტუგალიას 25-ე წუთისათვის 3:0-ს უგებდნენ. თუმცა, ევროპელებისდა საბედნიეროდ, გუნდში მუნდიალის საუკეთესო მეგოლე ეუსებიო ჰყავდათ. სწორედ მან გაუტანა აზიელებს 4 გოლი, მეხუთე კი ჟოზე აუგუშტუს ანგარიშზე იყო.

მთავარი კი ამის მერე დაიწყო. სამშობლოში დაბრუნებული ჩრდილოეთ კორეის ეროვნული გუნდის ფეხბურთელები საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, მათდა საბედნიეროდ, დასალაგებლად. ამისი მიზეზი კი შეჯიბრებიდან გამოვარდნა არ ყოფილა. მოთამაშეებმა იტალიის დამარცხება მიდლსბროს ერთ-ერთი პაბში აღნიშნეს. ცხადია, ეს ინფორმაცია სამშობლოშიც ჩავიდა.

ორმაგად გაუმართლა იტალიელთა კარში გოლის ავტორ პაკ დუ იკს, რომელიც აღსანიშნავად ვერ წავიდა და დასჯას გადაურჩა. ის დედაქალაქიდან გააგდეს და ტყეში, შეშის დასაჩეხად გაგზავნეს. რამდენიმე წლის შემდეგ კი ჩადენილი საქციელი აპატიეს და ტანვარჯიშის კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნეს; კარგი მუშაობის შედეგად კი "1-ლი მაისის" სტადიონის დირექტორად გადაიყვანეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ პაკს თანაგუნდელების შესახებ არცერთ ინტერვიუში სიტყვა არ უხსენებია...

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
საბჭოტა კავშირი დაანგრია ერტპარტიულმა სისტემამ და ურჭმუნოებამ.ამერიკასაც იგივე ბედი ელის ადრე ტუ გვიან.ყველა იმპერია დაინგრა სადაც უდარდელობამ და გარყვნილებამ დაისადგურა.
kirkita goreli
23:34 12-06-2020
1
კონცლაგერში არა, საკონცენტრაციო ბანაკში :)
გიორგი
12:02 11-06-2020
3

სიახლეები პოპულარული