დღეს, 10 ოქტომბრის, გამთენიისას ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციოს პირველი მატჩი ჩაატარა, სადაც ბოლივიას უმასპინძლა.
ბრაზილიელებმა 5 უპასუხო გოლი გაიტანეს და დიდი ანგარიშით დაამარცხეს მეტოქე.
გოლის ავტორები - მარკინიოსი, ფირმინო(2), კარასკო (ავტოგოლი) და კოუტინიომ გაიტანეს.
ნეიმარს დღეს არ გაუტანია, ის 2 საგოლე გადაცემით შემოიფარგლა.