ნორვეგია მუნდიალისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებს

AutoSharing Option
გიბრალტართან (3:0) მატჩის წინ ნორვეგიელები ისე გამოიყურებოდნენ, როგორც ზევით, ფოტოზე ხედავთ: ფორმებს ზევიდან თეთრი მაისურები, რომლებზეც ეწერა - "ადამიანთა უფლებები - მოედანზე და მის მიღმა".

მაისურები - ეს სიმბოლოა იმ დებატებისა, რაც ნორვეგიის ნაკრების 2022 წლის მსოფლიო თასისადმი ბოიკოტის გამოცხადებას ეხება. ჯერ სტოლე სოლბაკენის გუნდმა მუნდიალზე გასვლა უნდა მოახერხოს, თუმცა უკვე დავობენ და უარის თქმას აპირებენ.

ყველაფერი The Guardian-ის სტატიით დაიწყო, რომლის მიხედვითაც, 2010 წლის შემდეგ, რაც ყატარმა მუნდიალის მასპინძლობის უფლება მიიღო, სამუშაოებზე მინიმუმ 6751 ადამიანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა ინდოელი, პაკისტანელი,
ნეპალელი, ბანგლადეშელი და შრილანკელი მუშა-მიგრანტია. ამ მონაცემების მიხედვით, საშუალოდ თვეში 50 ადამიანი კვდება.

ტექსტში მითითებულია, რომ გარდაცვლილთა ოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე არსებული მონაცემები ამბობენ. უამრავი ადამიანი დაიღუპა ფილიპინებიდან და კენიიდანაც და საერთოდაც, 2020 წლის სტატისტიკა ცნობილი არაა.

პირველად სიტყვით ნორვეგიული "ტრომსე" გამოვიდა, რომელმაც ფედერაციას მსოფლიო თასის ბოიკოტისკენ მოუწოდა.

"არ შეიძლება ვისხდეთ და ვუყუროთ, როგორ იხოცებიან ადამიანები ფეხბურთის დროს. ფეხბურთს ქვეყნების პოლიტიკისა და შიდა საქმეების კონტროლი არ შეუძლია. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ასეთი მოთხოვნები საფეხბურთო ტურნირების ორგანიზატორებს წავუყენოთ. ნორვეგიის ნაკრებმა ყატარში გამგზავრებაზე უარი უნდა თქვას, თუ კვალიფიკაციას წარმატებით დაძლევს." - დაიწერა კლუბის განცხადებაში.

ბოიკოტს მხარი რამდენიმე კლუბმა დაუჭირა - მათ შორის, ჩემპიონმა "ბუდე გლიმტმა". ფედერაცია კი ჯერ ფრთხილობს.

"NFF არასდროს უჭერდა მხარს ფიფას გადაწყვეტილებას, ჩატარებულიყო მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში. ჩვენ დასავლეთ ევროპის საფეხბურთო ასოციაციებთან ერთად უეფას, ფიფასა და ყატარის მთავრობის საწინააღმდეგო პროპაგანდას ვაწარმოებდით. ორჯერ ვიყავით ყატარში, შევხვდით მიგრანტებს, მთავრობისა და ამ ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის წარმომადგენლებს", - თქვა ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის

ჯერ კიდევ 1 კვირის წინ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტოლე სოლბაკენი ბოიკოტის იდეით აღფრთოვანებული არ იყო:

"მიმაჩნია, რომ არც NFF და საერთოდ, ნორვეგიაში არავინ თვლის, რომ რაც ყატარში ხდება, ეს ნორმალურია. ცხადია, ეს მიუღებელია, მაგრამ ბოიკოტის არსი რა არის? ეს ბოლოს მოუღებს იმას, რაც ხდება? ნუთუ ეს მშრომელების ცხოვრებას გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთესობისკენ შეცვლის?!"

მაგრამ თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ნორვეგიელთა დამრიგებელს მოუწია აეხსნა, რას ნიშნავდა მისი თეთრი მაისური.

"ამით ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რასაც მოედანს მიღმა დიდი ხნის განმავლობაში განვიხილავდით. ბიჭებს ამის გაკეთება ძალიან უნდოდათ. მეც ერთ-ერთი მაგალითი ვარ", - თქვა სოლბაკენმა ნორვეგიულ TV2-თან საუბარში.

"ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ საკითხით ყველა მოთამაშეა დაინტერესებული, სათქმელის გაჟღერება [ფიფას მისამართით] ყველას სურს", - დაამატა ნაკრების კაპიტანმა მარტინ ედეგორმა.

Verdens Gang-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ნორვეგიელთა 55% თვლის, რომ ქვეყანამ ბოიკოტი უნდა გამოაცხადოს და მხოლოდ 20% არის წინააღმდეგი.

NFF-ის გადაწყვეტილება რამდენიმე თვის შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც ისევ და ისევ საზოგადოების აზრზე იქნება დამოკიდებული. გადაწყვეტილება კი ძალიან რთული მისაღები იქნება: ნორვეგია მსოფლიო თასზე 1998 წლის შემდეგ არ გასულა, ახლა კი ჰოლანსა და ედეგორთან ერთად მშვენიერი შანსები აქვს.

მაისურები იმაზე ლაპარაკობს, რომ ფეხბურთელები ბოიკოტის მხარდასაჭერად მზად არიან.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რუსეთზე რატომ არავინ შეწუხდით? ხოდა დააყენეთ ეხლა..
Valderrama
22:02 25-03-2021
4
დიდი პატივისცემა ნორვეგიელებს !
გადასარევი გიორგი
16:24 25-03-2021
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული