თბილისში გამომგზავრებამდე ესპანეთმა საბერძნეთს ვერ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ესპანეთი და საბერძნეთი დაზავდნენ - 1:1.

გრანადაში ჩატარებული მატჩის 33-ე წუთზე მასპინძლები ალვარო მორატამ დააწინაურა, ხოლო 56-ე წუთზე ანასტასიოს ბაკასტეასმა პენალტით საპასუხო გოლი გაიტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

აღსანიშნავია, რომ ესპანელები დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, ბერძნების ბურთის ფლობა კი 23% იყო, კარში ბურთი მხოლოდ ერთხელ დაარტყეს და თერთმეტმეტრიანით გაიტანეს.

"ფურია როხას" ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული, თუმცა მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე 1993 წლის შემდეგ არ დამარცხებულა - 50
გამარჯვება და 14 ფრე.

მეორე ტურში საქართველოს ნაკრები 28 მარტს ესპანეთს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კალათბურთის მსაჯი მოუწვევიათ.
dsag
14:22 26-03-2021
0
1993 წლის შემდეგ თუ არ დამარცხებულან, მაშინ წასულა მაგათი საქმე, ეხლა მარცხდებიან სტატისტიკის ყველა კანონის ძალით.
ისე, ქაჯური ენერგიით კი უტევდნენ ბერძნებს, მაგრამ რაღაც უთავბოლოდ აკეთებდნენ ყველაფერს. ჩვენთან თუ დაალაგეს თამაში, შავი წყალი აღარა გვზიდავს, ისეთ დღეში ჩაგვყრიან.
გიგლია
13:53 26-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული