შვედეთის ნაკრების მწვრთნელი თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს 1:0 სძლიეს და 3 ქულა მოიპოვეს, შვედეთის ნაკრების მწვრთნელი იანე ანდერსონი ძალიან იმედგაცრუებული გახლდათ:

"ჩვენ კმაყოფილები არ ვართ. აბსოლუტურად. შეცდომებს ვუშვებდით. ამიტომ 3 ქულით მე ძალიან ბედნიერი ვარ. საქართველომ რამდენიმე კონტრშეტევა განახორციელა და გატანა შეეძლო. ეს არ უნდა განმეორდეს.

ვთვლი, რომ კარგი ნახევარდაცვა გვყავს, მაგრამ მათი კონტრშეტევებისას მოედნის ცენტრი თავისუფალი იყო. ვინერვიულე. საფინალო სასტვენმა კი გამახარა. ხანდახან ასეც ხდება. მაინც მოვიგეთ, მაგრამ ბევრი რამ არ მომეწონა.

ფლანგებს იშვიათად ვიყენებდით. დავაყენებ თუ არა ზლატანს კოსოვოსთანაც სასტარტოში?
ვნახოთ, თავს როგორ იგრძნობს. მეორე ტაიმში ჩვეულად ვერ თამაშობდა და შეცვლას ცოტა ადრე ვუპირებდი.

რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ყვითელი ბარათები მივიღეთ. მსაჯი მოედანზე საუკეთესო არ იყო. მეც მივიღე ყვითელი ბარათი, მაგრამ კიდევ ერთის ასე მშვიდად მიღებას არ ვაპირებ.

მეკარე ნორდფელდტმა ბოლოს გადაგვარჩინა. ამან მისი აქციები აამაღლა. ოლსენი ჩვენი პირველი ნომერი გოლკიპერია, თუმცა შეიძლება კოსოვოსთან ისევ ნორდფელდტი ვათამაშო".

მკითხველის კომენტარები / 1 /
"საქართველომ რამდენიმე კონტრშეტევა განახორციელა და გატანა შეეძლო. ეს არ უნდა განმეორდეს."
///.
07:25 26-03-2021
2

სიახლეები პოპულარული