მუნდიალი 2022. შესარჩევი: რონალდომ უგოლო სერია შეწყვიტა - ბელგიამ და ნიდერლანდებმა მეტოქეები დაამცირეს [VIDEO]

AutoSharing Option
30 მარტს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მესამე ტური დაიწყო.

სერბეთმა ბაქოში მიტროვიჩის დუბლით აზერბაიჯანს 2:1 სძლია. მიტროვიჩმა ეროვნულ გუნდში ბოლო 24 მატჩში 24 გოლი გაიტანა, ხოლო „ფულჰემში“ - არცერთი.

პორტუგალიამ სტუმრად ლუქსემბურგი 3:1 დაამარცხა. რონალდომ ნაკრებში ოთხმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და 103-ე გოლი გაიტანა - მსოფლიოს რეკორდამდე 6 გოლი აკლია.

ბელგიამ ბელარუსი 8:0 გაანადგურა. ეს სლავური გუნდის ისტორიაში ყველზე დიდი ანგარიშით წაგებაა.

ცოტა უფრო ნაკლები სხვაობით, 7:0 მოუგო ნიდერლანდებმა გასვლაზე გიბრალტარს.

თურქეთმა ზედიზედ ორი შეხვედრის მოგების შემდეგ სტამბოლში ქულები დაკარგა
ლატვიასთან. არადა, 3:1-ს იგებდა.

A ჯგუფი

აზერბაიჯანი-სერბეთი 1:2
გოლები: 0:1 ა. მიტროვიჩი (16), 1:1 მახმუდოვი (59, პენ), 1:2 ა. მიტროვიჩი (81)

ლუქსემბურგი-პორტუგალია 1:3
გოლები: 1:0 როდრიგესი (30), 1:1 ჟოტა (45+2), 1:2 რონალდო (51), 1:3 პალინია (80)
გაძევება: შანო (87, ლუქსემბურგი)

E ჯგუფი

უელსი-ჩეხეთი 1:0
გოლი: ჯეიმსი (82)
გაძევება: შიკი (48, ჩეხეთი), რობერტსი (77, უელსი)

ბელგია-ბელარუსი 8:0
გოლები: 1:0 ბატშუაი (14), 2:0 ვანაკენი (17), 3:0 ტროსარდი (38), 4:0 დოკუ (42), 5:0 პრატი (49), 6:0 ბენტეკე (70), 7:0 ტროსარდი (75), 8:0 ვანაკენი (89)

G ჯგუფი

გიბრალტარი-ნიდერლანდები 0:7
გოლები: 0:1 ბერგჰუისი (41), 0:2 ლ. დე იონგი (55), 0:3 დეპაი (61), 0:4 ვაინალდუმი (62), 0:5 მალენი (64), 0:6 ვან დე ბეკი (85), 0:7 დეპაი (88)

თურქეთი-ლატვია 3:3
გოლები: 1:0 კარამანი (2), 2:0 ჩალჰანოღლუ (33), 2:1 სავალნიეკსი (35), 3:1 ილმაზი (52, პენ), 3:2 ულდრიკისი (58), 3:3 იკაუნიეკსი (79)

მონტენეგრო-ნორვეგია 0:1

გოლი: სიორლოტი (35)

H ჯგუფი

კვიპროსი-სლოვენია 1:0
გოლი: პიტასი (42)

სლოვაკეთი-რუსეთი 2:1
გოლები: 1:0 შკრინიარი (38), 1:1 ფერნანდესი (71), 2:1 მაკი (74)

ხორვატია-მალტა 3:0
გოლები: 1:0 პერიშიჩი (62), 2:0 მოდრიჩი (76, პენ), 3:0 ბრეკალო (90)

მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორ დვიჯერო ახლა თურქებმა არ იყომარა?
0
მეტი არაფერი არ ანაღვლებს მაგას და მაგიტომ ხვანცალებს.ისე რათქმა უნდა გოლი იყო.
dsag
09:08 31-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული