ესპანეთის ნაკრებმა კოსოვო დაამარცხა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მესამე ტურში, B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის, ესპანეთმა სევილიაში კოსოვოს 3:1 სძლია.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს - გოლები თბილისში გასულ ტურში თავგამოჩენილმა დანი ოლმომ და ფერან ტორესმა გაიტანეს. 70-ე წუთზე ბესარ ჰალიმიმ ანგარიში შეამცირა და კოსოვო თამაშში დაბრუნდა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ჟერარ მორენომ მალევე დალაშქრა სამირ უიკანის კარი და "ფურია როხამ" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ლუის ენრიკეს გუნდი 7 ქულით ლიდერია და 14 ივნისს შვედეთს უმასპინძლებს, რომელმაც ორივე სასტარტო მატჩში იმარჯვა.



მკითხველის კომენტარები / 1 /
14 ივნისს ევროპის ჩემპიონატის თამაშია . შემოდგომაზე შეხვდებიან ჩვენს ჯგუფში
გულშემატკივარი
02:18 01-04-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული