გერმანიას მაკედონიამ მოუგო, სომხეთმა ისევ იმარჯვა და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე J ჯგუფში სენსაციები დაფიქსირდა.

სომხეთის ნაკრებმა ერევანში რუმინეთს უმასპინძლა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შესვენების შემდეგ მასპინძლები სპერციანმა დააწინაურა. შემდეგ სტუმრებმა 2 გოლი გაიტანეს (ჩიკილდეუმ დუბლი შეასრულა), 86-ე წუთზე აროიანმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 89-ე წუთზე ბარსეგიანმა პენალტით გამარჯვება სომხეთს მოუპოვა. აღსანიშნავია, რომ ლატვიელმა მსაჯმა ანდრის ტრეიმანისმა 78-ე წუთზე რუმინელთა თავდამსხმელი გეორგე პუშკაში გააძევა და რამდენიმე ცოტა საკამათო გადაწყვეტილებაც მიიღო.

სომხეთის ნაკრებმა ტურნირის სტარტზე სამი გამარჯვება იზეიმა და იმ ჯგუფში ლიდერობს, სადაც გერმანია თამაშობს, რომელიც დუისბურგში ჩვენთვის კარგად
ნაცნობმა ჩრდილოეთ მაკედონიამ 2:1 დაამარცხა - 45+2-ე წუთზე სტუმრები გორან პანდევმა წინ გაიყვანა, 63-ე წუთზე ილქაი გიუნდოგანმა ანგარიში თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა, ხოლო 85-ე წუთზე ელის ელმასმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
მსაჯმა სომხების ,,დახმარებით'' მეორე გოლი გაიტანა და პენალტიც დადო
ზურა
10:31 25-05-2021
1
არ მეგონა თუ ქართველს სომეხის შეშურდებოდა.
აზერი
13:06 01-04-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული