მესის გოლი ჩილეს დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 4 ივნისს, სამხრეთ ამერიკის მასშტაბით, მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

არგენტინამ ჩილეს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

"ალბისელესტემ" ანგარიში 24-ე წუთზე ლიონელ მესის პენალტის წყალობით გახსნა. სტუმრებმა წონასწორობა 36-ე წუთზე აღადგინეს. თავი ალექსის სანჩესმა გამოიჩინა.

მეორე ტაიმში სხვაობა აღარ შეცვლილა და გუნდებმა თითო-თითო ქულა მოიპოვეს.

ამრიგად, 5 ტურის შემდეგ არგენტინას 11 ქულა აქვს და მე-2 ადგილზე იმყოფება. ჩილე 5 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ რეალურად ნაკრებებმა 5 თამაში ჩაატარეს, ხოლო დარჩენილი 2 შეხვედრა პანდემიის გამო
გადაიდო.

სხვა შეხვედრები:

ბოლივია - ვენესუელა 3:1

ურუგვაი - პარაგვაი 0:0

პერუ - კოლუმბია 0:3

მე-7 ტურის ბოლო შეხვედრა ბრაზილიასა და ეკვადორს შორის ხვალ, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
პენალტი არ ყოფილ,ჯარიმა იყო პირიქით მარტინესზე რომლმაც ფეხი ჩაუდგა მცველს, კარგად დააკვირდით.
ნიკა
04 ივნისი 2021 14:14
4
კარგად დავაკვირდით და პენალტი იყო.
nikas
05 ივნისი 2021 11:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული