ნეიმარისა და რიჩარლისონის გოლებით ბრაზილია უდანაკარგოდ მიიწევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 5 ივნისს, სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 დასრულდა. ბოლო შეხვედრაში ბრაზილიამ ეკვადორს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლებმა ანგარიში 65-ე წუთზე გახსნეს. თავი რიჩარლისონმა გამოიჩინა, ეკვადორის კარი მეორედ ნეიმარმა 90+4 წუთზე, თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან აიღო.

ამრიგად, ბრაზილია 15 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს და მეორე ადგილოსან არგენტინას 4 ქულით ასწრებს. რაც შეეხება ეკვადორს, ისინი 9 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან.

ბრაზილია მომდევნო შეხვედრას 9 ივნისს, პარაგვაის წინააღმდეგ გამართავს, თავის მხრივ, ეკვადორი იმავე რიცხვში პერუს დაუპირსპირდება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული