"ბარსელონას" ექსფორვარდმა სამუელ ეტო'ომ, რომელიც ამჟამად თბილ ხელფასზე ყატარში არის დასაქმებული, მომავალი მუნდიალის შესახებ საკუთარი ველური ოცნებები გაახმოვანა.
"ეჭვიც კი არ მეპარება, ფეხბურთის ისტორიაში ეს საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. მე კი ერთი სურვილი მაქვს - ფინალში კამერუნისა და ყატარის ნაკრები გუნდები ვიხილო. ეს უნიკალური მოვლენა იქნება.
ყველას მოვუწოდებ, ყატარში ამ ბრწყინვალე ტურნირზე ჩამოვიდნენ. ჩვენ ძალიან ბევრი რამის შემოთავაზება შეგვიძლია და დარწმუნებული ვარ, ფანები არ გაუშვებენ შანსს ხელიდან, დღეში მუნდიალის ორი მატჩს დაესწრონ... ამის შესახებ მომავალში შვილიშვილებს მოუყვებიან - რა თქმა
უნდა, მათ თან თუ არ იახლებენ...
დეკემბერში ყატარში ტემპერატურა, დაახლოებით, 20 გრადუსია, რაც ფეხბურთის სათამაშოდ იდეალური ამინდია", - თქვა კამერუნელმა.
კაცი მილანის "ინტერიდან" ფულის გამო მახაჭყალის "ანჟიში" გადავიდა და ახლა იმდენ ფულს იღებს, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის სურვილს არ გამოთქვამდა?
მომზადებულია მს-2022-ის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით