რონალდომ "გაულაწუნა", პენალტი გააცუდა და ბომბარდირთა ბომბარდირი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-4 ტურში, A ჯგუფში პორტუგალიამ საკუთარ მოედანზე ირლანდია 2:1 დაამარცხა.

მე-12 წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომლის შესასრულებლად რონალდო მივიდა. ირლანდიელმა მცველმა დარა ო'შიმ ბურთი გვერდზე გადაუგდო, კრიშტიანომ კი მხარზე ხელი ჰკრა. "დაზარალებული" ჩაიკეცა, ვითომ პორტუგალიელმა სახეში გაულაწუნა, თუმცა მსაჯმა მას ყურადღება არ მიაქცია. რონალდოს მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი 19 წლის მეკარე გევინ ბაზუნუმ მოიგერია (ინგლისის მესამე ლიგის "პორტსმუთის" გოლკიპერია). ეს 2018 წლის შემდეგ ნაკრებში კრიშტის მიერ გამოუყენებელი პირველი პენალტია - მაშინ მუნდიალზე ირანს ვერ გაუტანა.

Sportall.Ge

რონალდომ
მატჩის დასასრულს დუბლი შეასრულა (89-ე და 90+6-ე წუთებზე დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი), ეროვნულ გუნდში 111 გოლი გაიტანა, ირანელ ალი დაეის გადაასწრო და მსოფლიოს რეკორდსმენი გახდა.

პორტუგალია 10 ქულით ლიდერია (სხვა გუნდებზე 1 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული) და 7 სექტემბერს ბაქოში აზერბაიჯანს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
სად ხართ ეხლა მესი გასაწმენდია და დროზე მიხედეთ მსურველებმა,შეღებილი და ცოლს ამოფარებული მესი რონალდოსთან ახლოს ვერ მივა,ბარსაზე უდიერი საუბრები დაიწყო ჟურნალისტებთან ამ საცოდავმა,რონალდო კი სადაც იყო ყველაზე კორექტულად საუბრობს..ისე მესის მსგავსი ფეხბურთელები პსჟ-ს გასახდელში ბლომად უყრია
ბარსა
01:57 02-09-2021
55
აი რა შეუძლია 36 წლის რონალდოს
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული