საქართველოსთან მატჩის წინ ესპანეთს ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა

AutoSharing Option
MundoDeportivo-ს ცნობით, საქართველოსთან თამაშის წინ ესპანეთის ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი, ხერარდ მორენო გამოაკლდა. "ვილიარეალის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა მარჯვენა ფეხის ბარძაყის დაზიანება შვედეთთან (1:2) 2 სექტემბერს გამართული შეხვედრის მიმდინარეობისას მიიღო.

გუშინ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ სპორტსმენის ტრავმა საშიში არ არის, თუმცა "ფურია როხას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გარისკვას ფეხბურთელის დასვენება არჩია, ამრიგად, ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან და კოსოვოსთან გასამართ შეხვედრებს ერთ-ერთი ლიდერის გარეშე შეხვდება.

შეგახსენებთ, "ლა როხასა" და "ჯვაროსნებს" შორის შეხვედრა 5 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია mundodeportivo-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 15 /
კარში:ლორია
დაცვაში:ჩაბრაძე,ხოჭოლავა,კაშია,აზაროვი
ნახევარდაცვა:აბურჯანია,დაუშვილი,კანკავა
შეტევა:ქვილითაი,ყაზაიშვილი,ჯიღაური
აი ძმაო შემადგენლობა,ჯობია ესპამეთი ეხლავე დაგვნებდეს :))))
7
მორენოს ნაცლად ენრიკე აპირებს, რომ ძირითადში ჩასვას პედრი გონსალესი. ახლა მაგარ ფორმაში ყოფილა გონსალესი და კარგად პედრავს თურმე, ჩვენი დონის ნაკრებებს. განსაკუთრებით ძლიერი ყოფილა მეტოქის ზუსრგს უკან ბურIს ჩაწოდების დროს და დიდი სიფრთხილე მართებს, მეკარეს, მცველებს და ზოგჯერ სხვა პოზიციის მოტამაშეებსაც.
ნოდარი
15:30 04-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული