ჰოლანის მორიგი გოლი, მემფისის შოუ სახლში [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურში ლატვიამ ნორვეგიას უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

სტუმართა რიგებიდან ანგარიში ერლინ ჰოლანმა გახსნა, სკანდინავიელმა ტალანტმა თავი მე-20 წუთზე პენალტის ნიშნულიდან გამოიჩინა.

ნორვეგიელებმა მატჩის საბოლოო ანგარიში 66-ე წუთზე ალიუნუსის გოლის მეშვეობით დააფიქსირეს.

ამრიგად, 5 ტურის შემდეგ G ჯგუფში ვითარება დაძაბულია, ნორვეგია 10 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, ლიდერ თურქეთთან სხვაობა 1 ქულაა, ნიდერლანდებს კი ამდენივე 10 ქულა აქვს, მოწინავე პოზიციას კი გატანილსა და გაშვებულ ბურთებს შორის უკეთესი სხვაობით ინარჩუნებს.



ამავე ჯგუფში ნიდერლანდებმა მონტენეგროს
უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი მემფის დეპაის ზუსტი თერთმეტმეტრიანის მეშვეობით მოიგეს, "ბლაუგრანას" ერთ-ერთმა ლიდერმა თავი 38-ე წუთზე გამოიჩინა.

მეორე ტაიმში იმავე მემფისმა 62-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა. დარჩენილი ორი გოლი კი ჟორჟინიო ვეინალდუმმა (70 წუთი) და კოდი გაკპომ (76 წუთზე) გაიტანეს.

როგორც უკვე აღვნიშნე, ნიდერლანდები 5 ტურის შემდეგ 10 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან, მონტენეგროს 7 ქულა აქვს და მე-4 ადგილს იკავებს.

ნიდერლანდები მომდევნო შეხვედრას 7 სექტემბერს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, მონტენეგრო იმავე რიცხვში ლატვიას უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ერლინ ჰოლანი, სუფთა ჩემი მეზობლის ბებიას, მართა ბებოს გავს.
კვაზი
14:12 07-09-2021
0
სასიძოთ არ მოგწონს ფიზიკურად ალბათ,თორემ როგორც ფეხბურთელი და მითუმეტეს შემტევი რას უწუნებ არ მესმის, ბიჭმა კარიერაში უკვე 156 თამაშში 113 გოლი გაიტანა მ.შ: ნორვეგიის ნაკრებში 12-9, დორტმუნდში 63-62, ევროტურნირებზე 22-24. ამასთან ჩვენ სუპერვასკვლავ კვარაზე ასაკით სულ 5 თვით დიდია მხოლოდ.....
martla komble
11:06 06-09-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული