ევრო 2020-ზე განცდილი ფრანგული იმედგაცრუება 2022 წლის მსოფლიოს საკვალიფიკაციო შეხვედრებშიც გრძელდება. ბოსნიასთან ნათამაშები 1:1-ის შემდეგ, 3 დღეში "მამლები" უკრაინაში გაემგზავრა, სადაც შეხვედრა ზუსტად იმავე ანგარიშით დაასრულა. Les Bleus-სთან პოლ პოგბამ გუნდში არსებულ არასახარბიელო მდგომარეობაზე ისაუბრა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, რომელიც 2018 წელს რუსეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული და ერთ-ერთი ფუძემდებელია, განაცხადა, რომ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდი აღარააა.
"მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო, დიდი დრო გავიდა. მენატრება, ჩვენ ყველას გვენატრება" - განაცხადა პოლმა უკრაინასთან მატჩის შემდეგ.
"ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი აღარ
ამ თემაზე ისაუბრა "მამლების" კაპიტანმა უგო ლორისმაც:
"2018 წელს რუსეთში მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონობის ეიფორიამ გადაიარა. გუნდის სათამაშო დონე მკვეთრად შეიცვალა, თუმცა ამის გამოსწორება სავსებით შესაძლებელია".
შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე D ჯგუფში ასპარეზობს, 5 ტურის შემდეგ კი 9 ქულით ლიდერია.
მე-6 ტურის მატჩს დღეს, 7 სექტემბერს, ფინეთის წინააღმდეგ გამართავენ. თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
მომზადებულია marca-ს მიხედვით