"მენატრება, ჩვენ ყველას გვენატრება..." - პოგბა ნაკრების ცუდ თამაშზე საუბრობს

AutoSharing Option
ევრო 2020-ზე განცდილი ფრანგული იმედგაცრუება 2022 წლის მსოფლიოს საკვალიფიკაციო შეხვედრებშიც გრძელდება. ბოსნიასთან ნათამაშები 1:1-ის შემდეგ, 3 დღეში "მამლები" უკრაინაში გაემგზავრა, სადაც შეხვედრა ზუსტად იმავე ანგარიშით დაასრულა. Les Bleus-სთან პოლ პოგბამ გუნდში არსებულ არასახარბიელო მდგომარეობაზე ისაუბრა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, რომელიც 2018 წელს რუსეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული და ერთ-ერთი ფუძემდებელია, განაცხადა, რომ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდი აღარააა.

"მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო, დიდი დრო გავიდა. მენატრება, ჩვენ ყველას გვენატრება" - განაცხადა პოლმა უკრაინასთან მატჩის შემდეგ.

"ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი აღარ
ვართ. ყველაფერი უნდა შეიცვალოს, უფრო აგრესიულად უნდა ვითამაშოთ, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი ასე გამოვა".

ამ თემაზე ისაუბრა "მამლების" კაპიტანმა უგო ლორისმაც:

"2018 წელს რუსეთში მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონობის ეიფორიამ გადაიარა. გუნდის სათამაშო დონე მკვეთრად შეიცვალა, თუმცა ამის გამოსწორება სავსებით შესაძლებელია".

შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე D ჯგუფში ასპარეზობს, 5 ტურის შემდეგ კი 9 ქულით ლიდერია.

მე-6 ტურის მატჩს დღეს, 7 სექტემბერს, ფინეთის წინააღმდეგ გამართავენ. თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომღაც პოგმა არ მგონია ისეთი მაღალი დინის მოთამაშე რომელმაც გრანდებში უნდა ითამაშოს მანჩესტერის ფანი ვარ ( მენატრება ძველი მანჩესტერი სანახაობებს რომ დგავდნენ სტადიონზე) და თითქმის ყველა თამაშს ვუყურებ 10თამაშიდან პოგბა 3 მაგრად თამაშობს 3 საშუალოდ 2 ცუდად და დანარჩენ 2 საერთოდ არ თამაშობს. იმასაც დავაკვირდი რომ არიან ნაკრების და კლუბების მოთამაშეები. იშვიათად რომ ნაკრებშიც და კლუბშიც მაგრად თამაშობდეს ფეხბურთელი. პოგბა უფრო ნაკრების ფეხბურთელთათ მიმაჩნია და მანჩესტერი მის გარეშე ბევრად ძლიერი გუნდი იქნებოდა
მაროკო
12:05 07-09-2021
2
პოგბა შენ არ იცი ქართველების გასაჭირი თორე ხმას აღარ ამოიღებდი )))
ტოტტი
11:07 07-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული