გერმანიამ რუმინეთს ძლივს მოუგო, ხორვატიამ კვიპროსში დიდი ანგარიშით იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 9 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა.

H ჯგუფში ხორვატია კვიპროსს ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.

სტუმართა რიგებიდან პირველი გოლი ივან პერიშიჩმა 45+2 წუთზე გაიტანა, ეს ანგარიში დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდა, მატჩის ბოლოს კი იოსკო გვარდიოლმა (80 წუთი) და მარჯო ლივაიმ (90+2 წუთი) მასპინძელთა კარი ორჯერ აიღეს და დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს.

ამრიგად, 7 ტურის თავზე H ჯგუფში ხორვატია 16 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება, კვიპროსს 4 ქულა აქვს და ბოლო, მე-6 ადგილს იკავებს.

მსოფლიოს მოქმედი ვიცე ჩემპიონები მომდევნო
შეხვედრას 11 ოქტომბერს, სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართავენ, კვიპროსი ამავე რიცხვში მალტას უმასპინძლებს.


J ჯგუფში გერმანიამ რუმინეთს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მე-9 წუთზე თავი იანის ჰაჯიმ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ნახევარმცველი ლეგენდარული მამის, გეორგე ჰაჯის შვილია.

პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა, მეორე ნახევრიდან კი "ბუნდესნაკრებმა" კიდევ უფრო მეტად მოუმატა, ჯერ 52-ე წუთზე სერჟ გნაბრიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მოგვიანებით, 81-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ტომას მიულერმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

ამრიგად, J ჯგუფში დაძაბული ვითარებაა, 7 ტურის თავზე გერმანია 18 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება, რუმინეთი 10 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, ჩრდ. მაკედონიასა და სომხეთს თანაბარი 12-12 ქულა აქვთ და 2-3 ადგილს ინაწილებენ, ამრიგად, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო ტურში ამ ჯგუფში დიდი დაპირისპირებები გაიმართება და ბევრი რამაც გაირვევა.

გერმანელები მომდევნო შეხვედრას 11 ოქტომბერს, ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ გამართავენ, რუმინეთი იმავე რიცხვში სომხეთს უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ე.ი.სომხეთმა ისლანდიასთან ფრეს მიაღწია. გამოდის თუ 11-ში რუმინეთთან არ დამარცხდა, ფაქტიურად მეორეზე გადის. იმიტომ რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან როგორც წესი კარგი შედეგები აქვს.
აბა რა
13:31 09-10-2021
0

სიახლეები პოპულარული