არგენტინამ დი მარიას ულამაზესი გოლით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 ნოემბრის გამთენიისას სამხრეთ ამერიკაში 2022 წლის მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-13 ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა, სადაც არგენტინა ურუგვაის ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.

"ალბისელესტემ" ერთადერთი გოლი დებიუტშივე, მე-7 წუთზე გაიტანა, თავი ანხელ დი მარიამ გამოიჩინა.

მოგეხსენებათ, ლიონელ მესის პსჟ-ს მაისურით 29 ოქტომბრის შემდეგ აღარ უთამაშია (სავარაუდოდ "ლილთან" მატჩში მიიღო მსუბუქი ტრავმა), ამიტომ მთავარმა მწვრთნელმა, სკალონიმ ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე დასვა და სათამაშოდ 76-ე წუთზე ჯოვანი ლო ჩელსოს ნაცვლად შეუშვა.

ასე თუ ისე არგენტინამ მორიგი შეხვედრა მოიგო, 12 მატჩის შემდეგ
"ალბისელესტეს" 28 ქულა აქვს და მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 17 ნოემბერს, ბრაზილიის წინააღმდეგ გამართავს.

ურუგვაი 13 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, მე-14 ტურში კი ბოლივიას ესტუმრება, მატჩი იმავე 17 ნოემბერსაა ჩანიშნული.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არგენტინა-ბრაზილია... ყოველთვის საინტერესოა!!!
tngh
15:36 13-11-2021
0

სიახლეები პოპულარული