გუშინ საფანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საკუთარ მოედანზე ყაზახეთის გუნდი მიიღო და მეტოქისაგან ბუმბულიც არ დატოვა - 8:0.
შეხვედრაში პოკერი შეასრულა კილიან მბაპემ, დუბლი საკუთარ ანგარიშზე კარიმ ბენზემამ მიიწერა, თითო გოლი კი გრიზმანმა და რაბიომ გაიტანეს.
ამ გამარჯვებით საფრანგეთის ნაკრებმა ყატარის 2022 წლის მუნდიალზე თამაში გაინაღდა.
ამავე შედეგს უწია ბელგიის გუნდმა, რომელმაც საკუთარ მოედანზე ესტონეთს 3:1 მოუგო.
სხვა ანაგარიშები:
ბოსნია - ფინეთი 1:3
ნორვეგია - ლატვია 0:0
თურქეთი - გიბრალტარი 6:0
უელსი - ბელარუსი 5:1
მონტენეგრო - ნიდერლანდები 2:2