This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უკანასკნელ ტურში სევილიაში ესპანეთმა შვედეთი 1:0 დაამარცხა და მუნდიალის საგზური მოიპოვა.
B ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად შვედებს მხოლოდ მოგება ესაჭიროებოდათ, მაგრამ ეს ვერ შეძლეს. მათ 73-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა იბრაჰიმოვიჩმაც ვერ უშველა. გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე მორატამ გაიტანა.
პარალელური მატჩი ათენში საბერძნეთისა და კოსოვოს ეროვნულ გუნდებს შორის 1:1 დასრულდა.
ასე და ამგვარად, პირველ ადგილზე ესპანეთი გავიდა, მეორეზე კი - შვედეთი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გაღწევას პლეი-ოფიდან შეეცდება. მესამე პოზიცია საბერძნეთმა დაიკავა, მეოთხე - საქართველომ, ხოლო მეხუთე - კოსოვომ.