არგენტინასა და ბრაზილიას შორის გასამართი "სუპერკლასიკო" ნაკლებად სუპერი იქნება...
კარგი ამბავია, რომ ლიონელ მესი სრულად გამოჯანმრთელდა და თამაშს შეძლებს, თუმცა შეხვედრას მისი თანაგუნდელი და მეგობარი ნეიმარი გამოაკლდება. მიზეზად ტრავმა სახელდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვარსკვლავმა დაზიანება ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო.
12 ტურის თავზე ბრაზილია 34 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება. არგენტინა 28 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.
"ალბისელესტესა" და "სელესაოს" შეხვედრა ხვალ, 17 ნოემბერს, თბილისის დროით 03:30 საათზე გაიმართება.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით