მუნდიალის პლეი-ოფების კენჭისყრა ჩატარდა - ვის როგორი შანსი აქვს?

AutoSharing Option
დღეს ციურიხში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ევროპის ზონის პლეი-ოფების წილისყრა გაიმართა.

ნახევარფინალური წყვილები

A გზა

შოტლანდია - უკრაინა
უელსი - ავსტრია

B გზა

რუსეთი - პოლონეთი
შვედეთი - ჩეხეთი

C გზა

იტალია - ჩრდ. მაკედონია
პორტუგალია - თურქეთი

ეს გუნდები მუნდიალის სამ საგზურს გაითამაშებენ. ყოველ გზაში ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან. ასე რომ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ან იტალია ვერ მოხვდება და ან პორტუგალია. ნახევარფინალები და ფინალები ერთმატჩიანია და პირველად მითითებული ნაკრების მოედანზე ჩატარდება.

ნახევარფინალები 2022 წლის 24 მარტს გაიმართება, ხოლო ფინალები
- 29 მარტს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
იქნებ ამიხსნათ ავსტრია და ჩეხეთი როგორ მოხვდნენ.ავსტრიამ საერთოდ მეოთხე ადგილი დაიკავა ჯგუფში.
დიმა
12:29 27-11-2021
11
"მსოფლიოს ჩემპიონატზე ან იტალია ვერ მოხვდება და ან პორტუგალია" - ან ვერცერთი, თურქეთი არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი:)
11

სიახლეები პოპულარული