ანზორ კავაზაშვილი: გავივლით პოლონეთს და წავუთაქებთ შვედებს ან ჩეხებს

AutoSharing Option
როგორც წესი, რუსეთის ნაკრებს ყოველი კენჭისყრისას უმართლებს, ასე მოხდა ამჯერადაც - მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში პოლონეთს უმასპინძლებს და თუ სძლია, შემდეგ შვედეთსა და ჩეხეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ისევ საკუთარ მოედანზე. წილისყრის შედეგით ერთობ კმაყოფილი დარჩა რუსეთის ფეხბურთის კავშირის ეთიკის კომიტეტის წევრი ანზორ კავაზაშვილი.

"კენჭისყრას ყველას გილოცავთ. კარგია, რომ პოლონეთი შეგვხვდა და არა პორტუგალია ან იტალია. წარმატებული შედეგის იმედი მაქვს.

გავივლით პოლონეთს და წავუთაქებთ შვედებს ან ჩეხებს.

მოსამზადებლად მარტამდე საკმაო დროა. რუსეთის ფეხბურთის კავშირმა ამისათვის გუნდს შესანიშნავი პირობები უნდა შეუქმნას.
თუ შემთხვევით ვერ გავედით, არაფერი საგანგაშო არ მოხდება.

თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ, მოთამაშეთა ასეთი შერჩევის გათვალისწინებით, მწვრთნელ ვალერი კარპინს ძალიან გაუმართლებს. ვთვლი, რომ მუშაობა უნდა გააგრძელოს, მაგრამ მიდგომის შეცვლა სჭირდება", - განუცხადა კავაზაშვილმა "Р-Спорт"-ს.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ძალიან მეეჭვება თქვენ ლევანოვსკის გაუძლოთ!!! უეჭველი დაგაჯილდოვებთ გოლით ლევანოვსკი!!! /,ასე მგონია რატომღაც.
Vasili
27 ნოემბერი 2021 20:52
6
გოლით თუ გოლებით?!
N
28 ნოემბერი 2021 00:08
2
ამის ჭკუაზე მენახეთ, ყველა რუსეთუმე ქართველი.DDD
jjj
27 ნოემბერი 2021 20:37
13
ქართველი არ არის, ისე რომ იცოდეთ კავაზიდია ბერძენი.
გელა
28 ნოემბერი 2021 00:51
3
ანზორი დიდი მეკარე იყო. 1970წელს მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ ერთი საუკეთესო იყო.
ჯუჯი
27 ნოემბერი 2021 23:01
32
და რა მერე? დიდი სპორტსმენობა ყოველთვის დიდ კაცობას და დიდ ქართველობას არ ნიშნავს! აგერ თოკოც გვყავს მაგალითად, როგორ უნდა იმუშაო მტრის სამსახურში, სამარცხვინოები!
28 ნოემბერი 2021 05:02
21
არ .ოგიჭიროთ!
Giusha3232
27 ნოემბერი 2021 21:00
4
"როგორც წესი გამართლება" არ არსებობს, ე.ი. მიდის ჩაწყობა ხომ არაერთხელ ითქვა, თბილი ბურთულები და ა.შ.
გერო
28 ნოემბერი 2021 09:31
2
ბატონი ანზორი უმაგრესია. რა დამავიწყებს მარტოს რომ დაესხნენ ჩეხეთის 10 ფეხბურთელი და როგორ ცემა ათივე. მეკარე კი სწრაფი, ჭკვიანი და უშეცდომო. დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ...
ჯონდო
28 ნოემბერი 2021 07:42
20
პუტინის მონა. დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!
duvaio
28 თებერვალი 2022 12:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული