და ღმერთმა უკრაინის ნაკრების მწვრთნელის ვედრება შეისმინა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკრაინის ნაკრები სტუმრად შოტლანდიას შეხვდება. კენჭისყრის შედეგით უკრაინელთა მწვრთნელი ალეკსანდრ პეტრაკოვი კმაყოფილი დარჩა:

"ჩვენთვის კარგი წილისყრაა. კარგია, რომ იტალიას ან პორტუგალიას არ შევხვდით. ღმერთს ვევედრებოდი, რომ ისინი არ შეგვხვედროდნენ. ბრიტანული გუნდები ძლიერები არიან, მაგრამ მე მეტოქედ ეს გუნდი მსურდა. ჯერ მისი თამაში არ მინახავს. შევისწავლით. სახლში რომ გვეთამაშა, ფანტასტიკა იქნებოდა. ჯერ მიზანი 24 მარტია. შორს არ ვიხედები.

ამ თვეში საერთოდ არ მიძინია. ღამე ვდგებოდი და სახლში დავდიოდი. მხოლოდ საძილე აბის მიღების შემდეგ ვიძინებდი. რა საჩუქარი
უნდა გავუგზავნო ფრანგებს ჯგუფში ფინელების დამარცხების გამო? ეს სპეციფიკა არ მესმის.  სუპერმარკეტში რომ წავიდე, ფრანგული ღვინო ვიყიდო და დიდიე დეშამს გავუგზავნო, დამცინებს. ჯობია ჩვენებური წიწაკიანი არაყი ვაჩუქო. ფედერაციამ წერილი გაუგზავნა და ფეირ-პლეისათვის მადლობა გადაუხადა. ძალიან სასიამოვნოდ გაგვაკვირვეს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
არანაირი უკრაინა ამ ოთხეულიდან ერთერთი ბრიტანული გუნდი გავა.შოტლანდია ან უელსი.
master
30 ნოემბერი 2021 08:02
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული