სუარესმა გაიტანა, არგენტინამ მესის გარეშე მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ურუგვაი პარაგვაის ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ლუის სუარესმა გაიტანა, მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა თავი 50-ე წუთზე გამოიჩინა.

ტრადიციულად, სამხრეთამერიკული ფეხბურთი დაძაბული და უხეში გამოდგა, რაზედაც შეხვედრის მთავარი არბიტრის, დარიო ერერას მიერ ნაჩვენები 8 ყვითელი და 1 წითელი ბარათიც მეტყველებს.

ამრიგად, ურუგვაი 19 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 2 თებერვალს, ვენესუელის წინააღმდეგ გამართავს.

პარაგვაი 13 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება, შემდეგ ტურში (2 თებერვალს) კი ბრაზილიას ესტუმრება.

VideoSportall.Ge
პარაგვაი -
ურუგვაი

არგენტინა ჩილეს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

ანგარიში ანხელ დი მარიამ მე-9 წუთზე გახსნა. მე-20 წუთზე ბენ ბრერეტონ დიასმა წონასწორობა აღადგინა, საბოლოო ანგარიში კი ლაუტარო მარტინესმა 34-ე წუთზე დააფიქსირა.

როგორც ურუგვაის მატჩი, ასევე ეს შეხვედრაც უხეში გამოდგა, გუნდები 36-ჯერ დაჯარიმდნენ და მსაჯისგან 9 გაფრთხილებაც დაიმსახურეს.

ამრიგად, არგენტინა 32 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს 2 თებერვალს, კოლუმბიის წინააღმდეგ გამართავს.

ჩილე 16 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში (2 თებერვალს) ბოლივიას ესტუმრება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz

სიახლეები პოპულარული