აპოკალიფსი? მაკედონიამ სტუმრად იტალია დაამარცხა - "სკუადრა აძურა" ზედიზედ მეორედ დარჩა მუნდიალის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ოთხი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. ნამდვილი სენსაცია შემოგვთავაზა ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელმაც კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გასვლაზე იტალიას სძლია. იტალია ზედიზედ მეორედ დარჩა მუნდიალის გარეშე.

ფინალში აგრეთვე უელსი, პორტუგალია და შვედეთი გავიდნენ.

კარდიფი. “კარდიფ სიტი“
უელსი - ავსტრია 2:1
გოლები: 1:0 ბეილი (25), 2:0 ბეილი (51), 2:1 ზაბიტცერი (64)

სოლნა. „ფრენდს არენა“
შვედეთი - ჩეხეთი 1:0 (ძირ. დრო 0:0)
გოლი: კვაისონი (110)

პალერმო. “რენცო ბარბერა“

იტალია - ჩრდ. მაკედონია 0:1
გოლი: ტრაიკოვსკი (90+2)

პორტუ. „დრაგაო“. 48 010
მაყურებელი

პორტუგალია - თურქეთი 3:1
გოლები: 1:0 ოტავიო (15), 2:0 ჟოტა (42), 2:1 ილმაზი (65), 3:1 მათეუს ნუნიეში (90+4)
გამოუყენებელი პენალტი: ილმაზი (85)

ჩრდილოეთი მაკედონია ფინალში პორტუგალიას შეხვდება, პოლონეთი - შვედეთს, ხოლო უელსი - შოტლანდიასა და უკრაინას შორის გამარჯვებულს.

შეგახსენებთ, პოლონეთი რუსეთის ტურნირიდან მოკვეთის გამო ფინალში ავტომატურად გავიდა, ხოლო შოტლანდიისა და უკრაინის დაპირისპირება ზაფხულში ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ვიღაც ამბობს რომ ჩაწყობილი იყო ვიღაც ამბობს რომ დაცვით ფეხბურთს თამაშობდნენ და მასე გავდნენ ვიღაც ამბობს რომ იტალიამ არ დაფასა სათანადოთ და დაისაჯაა მაგას რა მნიშვნელობა აქვს მაკედონია გავიდა მსოფლიოზე მორჩაა არავის აინტერესებს ვინ როგორ ითამაშა და ვინ ვინ დაფასა ან არ დაფასაა მაკედონია დამარცხა ევროპის ჩემპიონი და გავიდა მსოფლლიოზე ესაა შედეგი და ფეხბურთში მთავარია შედეგი საქართველოს ნაკრები რომ ყოფილიყო ახლა მაკედონის ადგილზე ვინმე თამაშის ხარისხზე და პასების და ბურთის ფლობის პროცენტზე იფიქრებდით ზეიმი იქნებოდა თბილისში აიი მართლა თეთრი შურით მშურს მაკედონის ამ ნაკრებმა დაწერა თავისი საფეხბურთო ისტორია ჯერ ევროპა ახლა მსოფლიო და თან ვის იტალიას მოუგეს ზღაპარიაა ნეტა მომასწრო და მაცოცხლა იმდენი რომ საქართველოს ნაკრებმაც შეძლოს იგივე და ისე გაგვახაროს და გაგვაბედნიეროს როგორც მაკედონიაშია ხალხი ბედნიერი დღეს ფეხბურთი ამიტომ გვიყვარს და ვგულშემატკივრობთ რომ ეს არ არის ლოგიკური და პროგნოზირებადი სპორტი ფეხბურთში ყველა კლუბს და ნაკრებს აქვს შანსი დაწეროს ისტორია და მიაღწიოს შედეგს მთავარია შრომა მონდომება და პროფესიონალიზმი მაკედონის წყალი გადასხმოდეს საქართველოს ნაკრებს ასეთი მომენტები ჩვენთვის უნდა იყოს სტიმულის მომცემი და მაგალითი.
გიორგი
05:19 25-03-2022
12
ღირსები ხართ იტალიელებო კვარა რო არ წაიყვანეთ სერია ა-ში სათამაშოდ,არადა ხვიჩას გატანილი აქვს მაკედონიელებისთვის,უყურეთ ეხლა ინსინიეს!
გიორგი
03:11 25-03-2022
27
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული