ანდრეი იარმოლენკო: უნდათ უკრაინას მსოფლიო ჩემპიონატის საგზური აჩუქონ

AutoSharing Option
"ვესტ ჰემისა" და უკრაინის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეი იარმოლენკომ Денисов Time-თან ინტერვიუში შოტლანდიასთან მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალის ივნისში გადატანაზე ისაუბრა:

"ახლა ფეხბურთზე ფიქრი ძნელია, მაგრამ თუ ეს მატჩი ჩატარდა, როგორ შეიძლება მოედანზე გავიდეთ და ბოლომდე არ დავიხარჯოთ მაშინ, როდესაც ვუყურებთ იმას, თუ როგორ იბრძვის ჩვენი ხალხი? რა თქმა უნდა, საჭიროა ვივარჯიშოთ, მოვემზადოთ. ჩვენ 100%-ით გაგვიჭირდება, რადგან ეროვნული გუნდის ბევრი ფეხბურთელი უკრაინაშია და არ ვარჯიშობენ. ვიღაცას ხელში ავტომატი უჭირავს, ვიღაცას საკვები მიაქვს, ამჟამად ფეხბურთზე არავინ ფიქრობს.

თუმცა, როდესაც ეს თამაში იქნება,
თავს არ დავზოგავთ. სადღაც წავიკითხე, რომ უნდათ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გვაჩუქონ, მაგრამ ვთვლი, რომ ეს არასწორია. ხელებიც გვაქვს და ფეხებიც და ყველაფერი საფეხბურთო მოედანზე უნდა გადავწყვიტოთ. დაგვეხმარეთ ომის შეჩერებაში, დახურეთ ცა, ჩვენ კი ყველაფერს მოედანზე გადავწყვეტთ. ვინც უფრო ძლიერი იქნება, ის დაიმსახურებს მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლას".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯიგარი!
alexandre
11:11 23-03-2022
0

სიახლეები პოპულარული