MAMMA MIA - მანჩინი აგონიაშია

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან სენსაციურად 0:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გააკეთა:

"ევრო 2020 ჩემს ცხოვრებაში ყველაზე შესანიშნავი პერიოდი იყო, დღევანდელი წაგება კი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. აქ სათქმელიც არაფერია, ასეთია ფეხბურთი, ხანდახან წარმოუდგენელი რამეები ხდება, ისევე, როგორც ამჯერად.

დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ საერთოდ არ უნდა აღმოვჩენილიყავით ასეთ სიტუაციაში, მაგრამ დღეს გამარჯვებისთვის ყველაფერი შესაძლებელი გავაკეთეთ და ამაზე ლაპარაკიც ძნელია.

ევროზე გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებული იყო, ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ. შემდეგ ფორტუნამ ზურგი გვაქცია, სექტემბრიდან დაწყებული,
დაუჯერებელი რამეები ხდებოდა.

ჯგუფში ვდომინირებდით, ყველა მომენტიდან მხოლოდ ერთი შანსის გამოყენება გვჭირდებოდა, რათა ყველაფერი კარგად დასრულებულიყო, თუმცა - არა. არის შეგრძნება, რომ 92-ე წუთზე გაშვებული გოლი საერთო სურათში ჯდება. შესანიშნავი გუნდი გვყავს, ვწუხვარ.

ახლა ჩემი ბიჭების გამო უფრო განვიცდი, ვიდრე ივლისში. ჯერ ადრეა ლაპარაკი, რა იქნება შემდგომ, ვინაიდან ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ეს დიადი, ჩინებული მომავლის მქონე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია", - ციტირებს მანჩინის  RAI Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მსოფლიო იტალის გარეშე ძალიან სამწუხაროაა მაგრამ თავიათ თავს დაბრალონ ამდენ მომენტს რომ შექმნი და 30 ჯერ დარტყამ კარში გოლი უნდა გაიტანო მაკედონიამ 90 წუთი 0-0 არ უნდა მიგიყვანოს მაკედონიამ ითამაშა ის ფეხბურთი რასაც ითამაშებდა მაკედონის მზგავსი ყველა ნაკრები იტალიას ესპანეთს გერმანიას და ინგლის სხვანეირად ვერ ითამაშები როცა მაკედონია ხარ მიიღეს მომენტი გაუმართლათ და გავიდნენ ესაა ფეხბურთი ჩვენ რომ ვყოფილიყავით მაკედონის ადგილზე წარმომიდგენია საქართველოში დღეს რა ამბავი იქნებოდა თეთრი შურით მშურს მაკედონიელებს თუმცა იტალია ძალიან შემეცოდა ეს ის ნაკრებია რომელიც ყოველთვის უდნა იყოს მსოფლიოზე.
ზაზა
05:52 25-03-2022
1
ვულოცავ პატარა ჩრდილო მაკედონიას, რომელმაც გვაჩვენა, რომ ბრძოლა და თავგანწირვა დებს შედეგს და არა მხოლოდ სახელი. „ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“
გიზოგ
11:43 25-03-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული