პოლონეთი და პორტუგალია მუნდიალზე გავიდნენ... "რუსი მეძავი" - სკანდირებდნენ ფანები [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის ზონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ორი ფინალი გაიმართა და მუნდიალის კიდევ ორი მონაწილე გაირკვა.

პოლონეთმა საკუთარ მოედანზე 2:0 სძლია შვედეთს და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. მატჩისას პოლონელი გულშემატკივრები სკანდირებდნენ: „Ruska kurwa!“ – „რუსი მეძავი“.

პორტუგალიამ ბრუნო ფერნანდეშის დუბლით სახლში 2:0 დაამარცხა ჩრდილოეთი მაკედონია, რომელმაც იტალია გამოაგდო. რონალდო მე-10 დიდ ტურნირზე იასპარეზებს, რომელიც 2004 წლის შემდეგ არ გამოუტოვებია. პორტუგალია ზედიზედ მეექვსედ გავიდა მუნდიალზე, რონალდო - მეხუთედ. ნამატჩევს შვედების მწვრთნელი ანდერსონი გადადგა.

ხოჟუვი. „სილეზიან სტადიუმი“. 53 021 მაყურებელი
პოლონეთი - შვედეთი
2:0

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (49, პენ), 2:0 ზელინსკი (72)

პორტუ. „დრაგაო“. 48 010 მაყურებელი
პორტუგალია - ჩრდ. მაკედონია 2:0
გოლები: 1:0 ბრუნო ფერნანდეში (32), 2:0 ბრუნო ფერნანდეში (65)

გაირკვა მსოფლიოს ჩემპიონატის 32-დან 27 მონაწილე: ინგლისი, ბელგია, დანია, გერმანია, ესპანეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, სერბეთი, საფრანგეთი, ხორვატია, შვეიცარია, კანადა, არგენტინა, ბრაზილია, ეკვადორი, ურუგვაი, ირანი, კატარი, საუდის არაბეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, განა, სენეგალი, მაროკო, ტუნისი და კამერუნი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ანდერსონი მაშინ უნდა გადამდგარიყო, როცა ხვიჩამ ორი გოლი გაუტანა!
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული