"მუნდიალის ნაჩუქარი საგზური არ გვინდა" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში შოტლანდიას 24 მარტს სტუმრად უნდა შეხვედროდა, მაგრამ რუსეთის შეჭრის გამო მატჩი ივნისისთვის გადაიდო. გამოითქვა მოსაზრება, რომ უკრაინას მუნდიალის საგზური უნდა მისცენ, რასაც ამ გუნდის მწვრთნელი ალეკსანდრ პეტრაკოვი არ ეთანხმება.

"ჩვენ ყველას ვუთხარით, რას გავაკეთებთ, როგორ წავა ჩვენი საქმეები პლეი-ოფში. უეფა გვეტყვის, ივნისის რომელ რიცხვში ვითამაშებთ. ყველაფერი განვიხილეთ, სიტუაციის სრული აღქმა გაგვაჩნია, მაგრამ არ ვიტყვი, რას მოვიმოქმედებთ შემდეგ.

მუნდიალის "ნაჩუქარი" საგზური? მე მთლიანად მხარს ვუჭერ იარმოლენკოს. უნდა ვითამაშოთ და ეს საგზური მოვიპოვოთ. მე მხოლოდ
ჩემს აზრს გამოვხატავ. არის კიდევ პრეზიდენტი და ფეხბურთის ასოციაციის აღმასკომი. თუმცა, პირადად წინააღმდეგი ვარ, თამაშია საჭირო", - განუცხადა პეტრაკოვმა Футбол NEWS-ს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კაცური საქციელია. პოლონელებმა ხომ შეიტყაპუნეს ეგრევე.
odala
10:14 31-03-2022
6

სიახლეები პოპულარული