უკრაინის ნაკრების მწვრთნელი კიევის დამცველთა რიგებში არ მიიღეს

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში 1-ელ ივნისს სტუმრად შოტლანდიას შეხვდება. უკრაინელთა მწვრთნელმა ალეკსანდრ პეტრაკოვმა განმარტა, რატომ არ მიიღეს კიევის ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლთა რიგებში.

"არასწორი იქნებოდა, იმ ქალაქიდან გავქცეულიყავი, სადაც დავიბადე, მაგრამ მე მითხრეს: "შენ საკმაოდ ასაკოვანი ხარ და სამხედრო გამოცდილება არ გაქვს. სჯობია მსოფლიოს ჩემპიონატზე გაგვიყვანე.

ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შოტლანდიასთან შეხვედრის მოახლოებასთან ერთად, ამას სულ უფრო მეტად ვგრძნობ", - თქვა 64 წლის პეტრაკოვმა Time-სთან ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული