ეკვადორს მუნდიალიდან აძევებენ, მიზეზი საკმაოდ უცნაურია... - ცნობილია, ექნება თუ არა იტალიის ნაკრებს ეკვადორის ჩანაცვლების შანსი

AutoSharing Option
მექსიკურმა ტელევიზიამ Azteca Deportes, გვიან ღამით, ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის ადვოკატზე დაყრდნობით, გამოაცხადა, რომ ფიფამ მიიღო გადაწყვეტილება ეკვადორის წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატიდან გარიცხვის შესახებ.

პრობლემა, სავარაუდოდ, ეკვადორელი ფეხბურთელის პასპორტშია. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილება პარასკევს გახდება ცნობილი.

ინფორმაცია სამხრეთამერიკულმა მედიამ გაავრცელა და ადვოკატმა ედუარდო კარლეკომ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ ამ გადაწყვეტილებით ყველაზე მეტად ჩილე ისარგებლებს.

კერძოდ, ჩილელებმა ფიფას წარუდგინეს მტკიცებულება, რომ ბაირონ კასტილომ ეკვადორში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ყალბი პასპორტით ითამაშა.

კარლეზო ამბობს, რომ კასტილომ, ეკვადორის სამოქალაქო ხელისუფლებისა და ადგილობრივი ფეხბურთის
ფედერაციის დახმარებით, გააყალბა ყველა დოკუმენტი და რომ ის საერთოდ არ არის ეკვადორელი. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელი კოლუმბიაშია დაბადებული, მისი თითის ანაბეჭდები საერთოდ არ არის ეკვადორის რეესტრში.

"ბაირონ კასტილოს მშობლები დაიბადნენ ტუმაკოში, კოლუმბია. ბაირონი დაიბადა ტუმაკაში და იქ მოინათლა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მას რაიმე კავშირი აქვს ეკვადორთან და მტკიცებულებები ძალიან ნათელია", - თქვა ჩილეს ფეხბურთის ასოციაციის ადვოკატმა. 

Azteca Deportes-ი წერს, რომ ფიფამ მიიღო გადაწყვეტილება ეკვადორის მუნდიალიდან გარიცხვის შესახებ, ანუ მატჩები, რომლებშიც მან ითამაშა, მეტოქეებთან ანგარიშით 0:3 წაგება ჩაეთვლება.

ამის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო ხდება, თუ ვინ ჩაანაცვლებს ეკვადორის ნაკრებს. დიდი ალბათობით, ეს ჩილეს ნაკრები იქნება. იტალიის ნაკრების გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ შანსი "სკუადრა აძურასაც" მიეცემოდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ეკვადორს ისევ სამხრეთამერიკული ნაკრები ჩაანაცვლებს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
თუ ჩანაცვლებაზე მიდგა საქმე, სამართლიანი იქნება, ისევ სამხრეთ ამერიკულმა გუნდმა ჩაანაცვლოს. იტალია ან ეგვიპტე რა შუაშია?!
დათო
13:34 09-06-2022
3
როგორ უნდათ რო იტალია რამენაირად შეკვეხონ მსოფლიოზე ამათი დედა მო.... ჯერ ირანს მოუგონეს რაღაც ეხლა ეკვადორს. იტალია არანაირად არ იმსახურებს ამ მსოფლიოზე თამაშს ღლე გუნდია...
ფეხბურთელი
14:00 09-06-2022
26

სიახლეები პოპულარული