სექსი მუნდიალზე? - ნურას უკაცრავად

AutoSharing Option
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე კატარში სექსი დაუქორწინებელი პირებისთვის აკრძალული იქნება.

ეს ოფიციალური წესი იმოქმედებს ფეხბურთელებზე, ნაკრებების პერსონალსა და გულშემატკივრებზე, - იტყობინება "დეილი სტარი". გამოცემის მტკიცებით, გამონაკლისი არავისზე დაიშვება და ყველაფერი მკაცრად გაკონტროლდება.

ასეთი აკრძალვა ტურნირზე ისტორიაში პირველად იქნა მიღებული და "დამნაშავეებს" შეიძლება 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ.

მუნდიალი კატარის ხუთ ქალაქში ჩატარდება - 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე. ეს მსოფლიოს პირველი ჩემპიონატია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ამათ მთლად დაუსტვინეს? როგორ უნდა გააკონტროლოს ვინმემ, სასტუმროში არ აცხოვრებენ ერთად თუ ოთახებში კამერაში უთვალთვალებენ? ამ ველურებმა თავიდან რატომ არ დააფიქსირეს თავიიანთი ზრახვები, ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლებოდათ.
G.LA
15:32 23-06-2022
0
როგორ ბედავთ და ლგპტ პარადებს არ აკანონებთო,საქართველოს თავში გვირტყავენ.ვიღაცა ფეხბურთელი თუ სხვა პროფესიის ადამიანი,ევროპაში იტყვის,არ მომწონს ლგპტ ცხოვრების წესიო და დისკვალიფიკაციებს აძლევენ,სამსახურიდან აგდებენ.ყატარში კი,ჯერ მხოლოდ სტადიონების მშენებლობებზე 900 კაციაო დაღუპული,ხალხს მონებივით ამუშავებდნენ და ახლა ეს დაამატეს.ესე იგი ვისთანაც გასდით,თავზეც დაასკორავენ,ხოლო ვინც მდიდარია,ისინი იქით ასკორავენ?დღევანდელი დემოკრატია,ყველაზე უფრო ორპროჭა(მაპატიეთ გამოთქმისათვის) გამოდის და ქრთამიც,ყველაზე უკეთ,ჯოჯოხეთს ეტყობა დღევანდელ "დემოკრატიულ სამყაროში" ანათებს.უზარმაზარი ხარჯები გაიღეს ორგანიზატორებმა,მათ შორის ფიფას მოქრთამვაც შედიოდა,მაგრამ ვფიქრობ ძალიან დიდი პროტესტები და წასვლაზე უარის თქმის კომპანია უნდა მოედოს საფეხბურთო სამყაროს.თავაშვებული და დაუფარავი ორგიების უფლება თუ საშუალება,რა თქმა უნდა ისედაც არავის უნდა ჰქონდეს,მაგრამ ასე ტოტალურად ყველაფრის აკრძალვა,მართლაც აღმაშფოთებელია.
სოსო
15:27 23-06-2022
0

myquiz
სიახლეები პოპულარული