არგენტინული გამოცემა Diario Ole-ს ინფორმაციით, ფიფა სერიოზულად განიხილავს ერთ კალენდარულ ცვლილებას, კონკრეტულად კი, პირველი მატჩის 1 დღით ადრე გადმოტანას, ვიდრე დაგეგმილი იყო.
გახსნითი მატჩი 21 ნოემბერს, ორშაბათსაა დაგეგმილი და თუ გამოცემას დავუჯერებთ, დიდია შანსი, კვირა დღეს გაიმართოს. თუ ეს ცვლილება განხორციელდა, 20 ნოემბერს ტურნირი კატარისა და ეკვადორის დაპირისპირებით გაიხსნება.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით