"ჩემი დებიუტის შემდეგ ეს საუკეთესო ბრაზილიის ნაკრებია" - ნეიმარმა მუნდიალის მოლოდინებზე ისაუბრა

AutoSharing Option
პსჟ-ისა და ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავმა ნეიმარმა მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე "სელესაოს" შანსებზე ისაუბრა და თავისი მოლოდინი გაგვიმხილა:

"ჩემი დებიუტის შემდეგ, ეს ბრაზილიის საუკეთესო ნაკრებია. ჩვენ გავხდით უფრო ძლიერები და ერთიანები.

ძლიერი შეტევითი ხაზი გვყავს. გუნდში ყველას აქვს კონკრეტული როლი, გამოცდილებისა და ახალგაზრდობის ნაზავია. ჩვენ ყველას გვაქვს საერთო მიზანი.

ვცდილობთ, ერთმანეთისთვის და გუნდურად ვითამაშოთ. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შორს წასვლის ყველა შანსი გვაქვს", - განაცხადა ნეიმარმა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიელები ჯგუფში სერბეთთან, კამერუნთან და შვეიცარიასთან ერთად არიან. "სელესაო" ერთადერთი გუნდია ისტორიაში, რომელმაც მუნდიალი
5-ჯერ მოიგო.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
მთავარი ფავორიტია ეს ბრაზილიის ნაკრები ამ მსოფლიოზე, არგენტინის და პორტუგალიის ფინალი საინტერესო იქნებოდა მაგრამ მგონია ბრაზილია აწევს თასს
Nick
18:12 26-09-2022
2
არგენტინის ნაკრებიც, მაგარ ფორმაშია!
zura
21:13 26-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული