
უკრაინა 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კანდიდატობისთვის ესპანეთთან და პორტუგალიასთან ერთად კომპეტენტურ ორგანოში განაცხადის შეტანას აპირებს.
Times-ის ცნობით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირენეის ნახევარკუნძულის ლიდერებს შეუთანხმდა, რომ როგორც მინიმუმ, 1 ჯგუფის მატჩები მის ქვეყანაში გაიმართოს.
სავარაუდოდ, თანამშრომლობა ოთხშაბათს გამოცხადდება. ისიც აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ამ ამბის დამტკიცება და 3 ქვეყნის მასპინძლობა რეალურად მოჩანს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
პირადად ჩემთვის, არაფერია უკრაინის მასპინძლობაში მიუღებელი. სადაც კორუმპირებულ რუსეთში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი, უკრაინა რითია ნაკლები.