"ბარსელონას" ნახევარმცველმა პედრიმ "მარკასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლია:
"იმედია, კატარში კარგად ვითამაშებთ და თავის გამოჩენის შანსი მომეცემა. რატომ არ უნდა მოვიგოთ მუნდიალი?
ვართ თუ არა ფავორიტები? ვფიქრობ, ევროპის პირველობის შემდეგ კარგი გუნდი გვყავს და ურიგო ჯგუფში არ ვართ. თუმცა ფავორიტებად ყველა ბრაზილიასა და არგენტინას ასახელებს. არაფავორიტის სტატუსით ტურნირზე გამგზავრება არც ისე ცუდია. ევროპის ჩემპიონატზეც არ ვიყავით ფავორიტები, მაგრამ ძალიან კარგად ვიასპარეზეთ. დაე, ასე იყოს".

ესპანეთი ჯგუფში გერმანიასთან, კოსტა-რიკასთან და იაპონიასთან ითამაშებს.