"იმაზე კარგად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ეს 2018 წელს გავაკეთეთ, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება, რადგან წინა მსოფლიო ჩემპიონატზე საკმაოდ კარგად ვიასპარეზეთ (ბელგიელებმა მესამე ადგილი დაიკავეს).
ბედნიერი ვარ, რომ წარმოვადგენ დიდ საფეხბურთო ქვეყანას და შესანიშნავი გუნდის კაპიტანი ვიქნები. ტურნირზე დიდი იმედებით მივდივართ.
ხალხი ყოველთვის საუბრობს ჩვენს "ოქროს თაობაზე" და ამაში გარკვეული სიმართლე არის. ჩვენ ერთად თითქმის უკვე 10 წელია ვასპარეზობთ და ახლა უკვე ახალგაზრდა ფეხბურთელებიც შემოგვიერთდნენ.
მართალია, არაჩვეულებრივი
წინა ტურნირებში გამოცდილება დაგვეხმარა და იმედია, ეს ახლაც ასე იქნება", - ციტირებს აზარს ESPN.
შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრები მუნდიალის F ჯგუფში მაროკოსთან, ხორვატიასთან და კანადასთან ერთად იასპარეზებს.