მექსიკის ნაკრებს მუნდიალზე 2 ვარსკვლავი დააკლდება

AutoSharing Option
მექსიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტატა მარტინომ 31 ფეხბურთელისგან შემდგარი სია დაასახელა, რომლებიც ესპანეთში ქალაქ ჟირონაში გაემგზავრებიან, სადაც მსოფლიო ჩემპიონატამდე ამხანაგურ შეხვედრებს ერაყთან და შვედეთთან გამართავენ.

განაცხადში ვერ მოხვდნენ მექსიკელთა გამორჩეული ფეხბურთელები, კარლოს ველა და ჩიჩარიტო, რაც ნიშნავს, რომ ორივე მათგანი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს.

ველა მექსიკის ნაკრებში 2007 წლიდან გამოდის, 33 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 72 მატჩში 19 გატანილი გოლია, რაც შეეხება ჩიჩარიტოს, 34 წლის შემტევი საკუთარი ქვეყნის ღირსებას 2009 წლიდან იცავს, 109 შეხვედრაში კი 52 გოლით მექსიკელთა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

"მწვანეები" მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ მატჩს 21 ნოემბერს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავენ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული