"ძალიან ბედნიერი ვიქნები" - ინიესტა მესიზე და მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებზე

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ესპანელმა ნახევარმცველმა ადრეს ინიესტმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და თავისი ფავორიტები დაასახელა.

ვეტერანი ფეხბურთელი ამბობს, რომ ბედნიერი იქნება, თუ მუნდიალს მისი მეგობარი და ძველი თანაგუნდელი ლიონელ მესი მოიგებს:

"არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების ერთ-ერთი კანდიდატია და მათ ამისთვის შესანიშნავი დრო აქვთ. ფავორიტებად მივიჩნევ საფრანგეთს, ესპანეთსა და ბრაზილიასაც.

თუ ლეო მუნდიალის მოიგებს, როგორც მისი ძველი თანაგუნდელი, ძალიან ბედნიერი ვიქნები", - ამბობს ინიესტა TyC Sports-თან საუბარში.
მკითხველის კომენტარები / 6 /
qondrinio forever
bliki
30 ოქტომბერი 2022 19:06
0
ბრაზილიასაცო?? ბოლოს როდის წააგო ბრაზილიამ გახსოვთ? ბრაზილია მოიგებს ჩემპიონატს
დავით 67
30 ოქტომბერი 2022 18:24
5
სოსო-ს! ჰო მაგდენი ვიცი, რომ მსოფლიოზე წაგება ვერ ჩემპიონობაა.)არგენტინა რომ ვერ გახდება ჩემპიონი ეს ნაღდად ვიცი. არც არასდროს ყოფილა ძლიერი გუნდი. მხოლოდ მარადონა ქაჩავდა მთელ გუნდს,რომელიც რა თქმა უდიდესი მოვლენა იყო. სხვა წლებში გადახედე და მიხვდები. მე პირადად 78-ში მათ არ ვთვლი ჩემპიონად,( ასე ფიქრობს ბევრიც). პერუსთან ნაყიდი თამაში გემახსოვრება 6-0 თუ ასაკით პატარა არ ხარ. როგორ უსამართლოდ მოექცნენ ბრაზილიის ნაკრებს, რომელსაც შენი თქმისა არ იყოს თამაში არ წაუგია 78- ის ჩემპიონატზე. ახლაც არაფერი გუნდია, მიუხედავად იმისა,რომ მესი ჰყავთ, მესი მარადონაა არაა. ასე რომ ვისაც უნდა დავენიძლავები რომ არგენტინა ნახევარფინალშიც ვერ გავა. რაც შეეხება ბრაზილიას, რომელიც ყველა ჩეპიონატზე ფავორიტია, უბრალოდ ჩემ პროგნოზს ვაკეთებ. ისე ყველაფერი შეიძლება მოხდეს ფეხბურთში, მაგრამ არგენტინა და კატარი, ნაღდად ვერ მოიგებენ მუნდიალს! )
დავით 67
31 ოქტომბერი 2022 03:18
2
სწორედ იმიტომ ვერ მოიგებს ბრაზილია,რომ აღარც კი გვახსოვს,როდის წააგო.წაუგებელი სერია,უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და ჩემპიონატზე წაგება,მსოფლიოს ვერ ჩემპიონობას ნიშნავს.
სოსო
30 ოქტომბერი 2022 22:36
2
მესი, მესი გენიააა! ტყვიასავეთ არ გაისროლა ბურთი, ტრუასკენ?
საოცრება!
30 ოქტომბერი 2022 15:28
0
ინიესტა! შენს პირს შაქარი!!!!!!!!!!!!!! წესით და რიგით მესიმ უნდა ასწიოს მს. თასი!
fani.
30 ოქტომბერი 2022 13:05
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული