იტალია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც ითამაშებს? - "სკუადრა აძურას" კარგი შანსი გაუჩნდა

AutoSharing Option
Le Parisien-ის ინფორმაციით, შესაძლოა, ტუნისის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთონ, მისი ადგილი კი იტალიის ნაკრებმა დაიკავოს.

საქმე იმაშია, რომ ფიფას წესებით, მთავრობას არ აქვს უფლება ქვეყნის საფეხბურთო საქმეებში ჩაერიოს, ტუნისის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა კამელ დეგუიშამ კი ერთ-ერთი გამოსვლისას მიანიშნა, რომ მას შეუძლია ტუნისის ფეხბურთის ფედერაციის დაშლა. 

Le Parisien წერს, რომ თუ ფიფამ მუნდიალიდან ტუნისელები მართლაც მოკვეთა, ასეთ შემთხვევაში მის ადგილს იტალია დაიკავებს, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გასულ ნაკრებებს შორის ყველაზე მაღალ ადგილს იკავებს. 

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებს მიიღებს
ამ საკითხზე მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო.
მკითხველის კომენტარები / 24 /
რა ვიცი მიშამ სულაც ციხეში გაუშვა ჟორდანია, მოქმედი პრეზიდენტი და უეფას და ფიფას ხმა არ ამოუღია.
ეეე
14:57 30-10-2022
6
იტალია როგორ ჩაანაცვლებს, თუ მოხსნიან ტუნისს, აფრიკიდან ჩაანაცვლებს უკეთესი შედეგის მქონე ქვენა. ჩემი აზრით არავინ მოხსნის ტუნისს და ეს ისეთივე ჭორია როგორიც თითქოს უკრაინა რომ ანაცვლებდა ირანს.
ელგუჯა
18:42 30-10-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული