"მოკვეთეთ მუნდიალიდან ირანი!" - ბლატერი თავად ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა

AutoSharing Option
ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ თუ ის დღეს ისევ ამავე თანამდეობაზე იქნებოდა, ირანის ნაკრებს მუნდიალიდან მოკვეთდა:

"ირანი 2022 წლის მუნდიალიდან უნდა გარიცხონ! მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტი კვლავ რომ ვიყო, ამას გავაკეთებდი", - ამბობს ბლატერი.

შეგახსენებთ, რომ ირანის მუნდიალიდან მოკვეთას უკრაინელები ითხოვენ. ასევე, აქტივისტ და ჟურნალისტ მასიჰ ალინეჯადის ცნობით, ფიფას ირანის მუნდიალიდან მოკვეთის მოთხოვნით ირანელმა ფეხბურთელებმა და ქვეყნის ოფიციალურმა სპორტულმა პირებმა წერილით მიმართეს.

თავად ბლატერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, შეცდომა დავუშვით, მუნდიალის მასპინძლობის უფლება კატარს რომ მივეცითო...
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეჰ ბატონო იოზეფ, რატომ ყატარში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარების შესახებ არ გამოთქვი პროტესტი თავის დროზე, სარკოზიმ დაგარიგა ხო შე მასონთა ლოჟის ლაქიავ?!
ლაშა
19:43 11-11-2022
1
ესე თუ ღრმად ჩავეძიებით ბევრ ქვეყანაზე ვიპოვით მიზეზს მაგალითად ბრაზილია და მექსიკა კრომინალის მხრივ ბორვეგია და შვეივარიაა მექსიკა განსაკუთრებით იმდენი ადამიანი შეეწირა და ეწირება ნარკო კარტელებს
ნოდო
17:32 11-11-2022
6

სიახლეები პოპულარული