განაცხადში ვერ მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები როგორებიც: სერხიო რამოსი ("პარი სენ ჟერმენი"), დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), კეპა არისაბალაგა ("ჩელსი"), ტიაგო ("ლივერპული"), ინიგო მარტინესი ("ატლეტიკი"), ექტორ ბელერინი ("ბარსელონა"), ფაბიან რუისი ("პარი სენ ჟერმენი") და მარკ კუკურელია ("ჩელსი") არიან.
ენრიკემ გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა:
"გუნდში მყავს ფეხბურთელები, რომლებშიც ეჭვი არ მეპარება და ბოლომდე ვენდობი, ყურადღებას არ ვაქცევ თუ სად თამაშობენ, ჩემთვის მთავარია, ნაკრების მაისურით მოედანზე ბოლომდე დაიხარჯონ".
"განაცხადს მიღმა დატოვო ისეთი მოთამაშეები, როგორიც სერხიო რამოსია და მას ერიკ გარსია ამჯობინო სირცხვილია. კატალონიელი ენრიკესგან მორიგი დარტყმა მივიღეთ".
"სასაცილოა, რომ რამოსს გარსია ამჯობინა, სერხიო 76 წლის ასაკში, ცალი ფეხითაც კი აჯობებს".
"რამოსი, დე ხეა და ტიაგო განაცხადს მიღმა დატოვა, ესპანეთის ნაკრები კატარში უბრალოდ დროს დაკარგავს".
"ტიაგოსა და რამოსის გარეშე... ეს ადამიანი მწვრთნელი არ არის, ნამდვილი კლოუნია, ამის გამო, უნდა სცხვენოდეს".
შეგახსენებთ, ესპანეთის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე კოსტა-რიკას, გერმანიას და იაპონიის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება.
მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკე მუნდიალის შემდეგ წავა - ვინაა ესპანეთის ნაკრების ჩაბარების მთავარი კანდიდატი