ფრანგების პრობლემები: ნკუნკუ გამოაკლდათ, ბენზემამ 15 წუთი ივარჯიშა

AutoSharing Option
Le10Sport-ის ცნობით, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ საფრანგეთის ნაკრებს პრობლემები შეექმნა. კერძოდ, ვარჯიშზე ნახევარმცველი კრისტოფერ ნკუნკუ ედუარდო კამავინგას შეეჯახა და მუხლის ტრავმა მიიღო.

გამოცემა იტყობინება, რომ "ლაიფციგის" ფეხბურთელმა მოედანი კოჭლობით დატოვა და მუნდიალზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამ სეზონში მან კლუბში ყველა ტურნირზე 23 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი სატრანსფერო ფასი 80 მილიონი ევროა, კლუბთან კი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

მხოლოდ 15 წუთი ივარჯიშა თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ, რომელმაც "რეალში" ბოლო მატჩები ბარძაყის ტრავმის გამო
გამოტოვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჟირუთიც მოიგებენ მაგენი წელს
არა რუსეთს
06:30 16-11-2022
2
ბენზემას, ოქროს ბურთმა აწყინა!
კ.
11:03 16-11-2022
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული