4 რეკორდი, რომლებიც შესაძლოა ამ მუნდიალზე მოიხსნას

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 4 დღე დარჩა. გულშემატკივრის მოლოდინი, როგორც ყოველთვის, დიდია...

ხსენებულ მუნდიალზე შესაძლოა რამდენიმე რეკორდი მოიხსნას. მაშ ასე:

1.  ამ მომენტისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მატჩი ლოთარ მათეუსს აქვს გამართული, ექსგერმანელმა ფეხბურთელმა 25 შეხვედრა ჩაატარა. რეკორდის მოხსნის კანდიდატი ლიონელ მესია, "ალბისელესტეს" კაპიტანს ამ ტურნირზე არგენტინის ფორმა 19-ჯერ აქვს მორგებული.

2. კრიშტიანო რონალდოს შანსი აქვს, რომ გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელიც 5 სხვადასხვა მუნდიალზე გოლს გაიტანს.

3. ისტორიაში პირველად, 2 ფეხბურთელს შესაძლებლობა აქვს "ოქროს ბუცის" მეორედ მოგების. ესენი არიან:
ტომას მიულერი (2010 წელს 5) და ჰარი კეინი (2018 წელს 6 გოლი).

4. პირველად ისტორიაში, 2 ფეხბურთელს შანსი აქვს მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო 2-ჯერ მოიგოს: ლუკა მოდრიჩი (2018) და ლიონელ მესი (2014).

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყება.



მკითხველის კომენტარები / 10 /
1. ამ რეკორდის მოსახსნელად არგენტინამ მაშინ ფინალამდე უნდა მიაღწიოს
2. კრიშტიანოსათვის ძაან მარტივი შესასრულებელია - მინიმუმ 3 თამაშში 1 გოლი
3 ეს დამოკიდებულია მაგათ ნაკრებებზე რამდენად შორს წავლენ
4.მესისთვის ბოლო მსოფლიო იქნება და ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლია
papai
16:39 16-11-2022
0
ამ სიტყვების ავტორს ახსოვს პელეს და მარადონას მოგებული მსოფლიო ჩემპიონატები.

ამიტომ ყველას გეყურებოდეთ, მესის ფანებს და არაფანებს:

ვისაც გინდათ, რომ ეს ფეხბურთელი იმ ორი დიდი გრანდის გვერდით მოიხსენებოდეს მესამე ამდგილზე, თქვენმა კერპმა ჩემპიონატი უნდა მოიგოს!

თუ არადა, დანარჩენი ისედაც იცით.
istoria
18:20 17-11-2022
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული