4 რეკორდი, რომლებიც შესაძლოა ამ მუნდიალზე მოიხსნას

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 4 დღე დარჩა. გულშემატკივრის მოლოდინი, როგორც ყოველთვის, დიდია...

ხსენებულ მუნდიალზე შესაძლოა რამდენიმე რეკორდი მოიხსნას. მაშ ასე:

1.  ამ მომენტისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მატჩი ლოთარ მათეუსს აქვს გამართული, ექსგერმანელმა ფეხბურთელმა 25 შეხვედრა ჩაატარა. რეკორდის მოხსნის კანდიდატი ლიონელ მესია, "ალბისელესტეს" კაპიტანს ამ ტურნირზე არგენტინის ფორმა 19-ჯერ აქვს მორგებული.

2. კრიშტიანო რონალდოს შანსი აქვს, რომ გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელიც 5 სხვადასხვა მუნდიალზე გოლს გაიტანს.

3. ისტორიაში პირველად, 2 ფეხბურთელს შესაძლებლობა აქვს "ოქროს ბუცის" მეორედ მოგების. ესენი არიან:
ტომას მიულერი (2010 წელს 5) და ჰარი კეინი (2018 წელს 6 გოლი).

4. პირველად ისტორიაში, 2 ფეხბურთელს შანსი აქვს მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო 2-ჯერ მოიგოს: ლუკა მოდრიჩი (2018) და ლიონელ მესი (2014).

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყება.



მკითხველის კომენტარები / 10 /
ერთი რეკორდი დაგავიწყდათ--ფონტენის რეკორდი (13 გოლი) და ეხლა მოხსნის მესი მაგ რეკორდს !!!
zura222
21 ნოემბერი 2022 08:35
4
ამ სიტყვების ავტორს ახსოვს პელეს და მარადონას მოგებული მსოფლიო ჩემპიონატები.

ამიტომ ყველას გეყურებოდეთ, მესის ფანებს და არაფანებს:

ვისაც გინდათ, რომ ეს ფეხბურთელი იმ ორი დიდი გრანდის გვერდით მოიხსენებოდეს მესამე ამდგილზე, თქვენმა კერპმა ჩემპიონატი უნდა მოიგოს!

თუ არადა, დანარჩენი ისედაც იცით.
istoria
17 ნოემბერი 2022 18:20
13
მესი, რომ ყელაზე მაგარია, რად უნდა ამას მსოფლიოს მოგება და დამტკიცება?
istorias
20 ნოემბერი 2022 19:54
2
ერთი თქვენი პელეც და ნარკუშაც რა? ლეო მესიმ რომც არ მოიგოს მსოფლიო (ფუი ეშმაკსს) ის ყოველთვის იქნება მისი ფანებისთვის ნომერი პირველი! თუნდაც ის რად ღირს, რომ 7-გზის ოქროს ბურთის მფლობელია? შეიძლება 8-ესაც გამოკრას ხელი! ერთი დამისახელეთ ფეხბურთის ისტორიაში ვის აქვს ამდენი ოქროს ბურთი მოგებული? ეხლა გამოხტებიან ზოგიერთი უცოდინარები და დაიწყებენ ფულით იყიდაო და ესეთი დეგენერატობები. ვისაც არ მოგეწონებათ ჩემი კომენტარი, ცივი წყალიც მიაყოლეთ.
ისტორიას
20 ნოემბერი 2022 19:05
4
როგორ ყოფნის ნახევარფინალი აბა? 3 თამაში ჯგუფში და მერე მერვედფინალი, მეოთხედფინალი და ნახევარფინალი ანუ კიდევ 3 და გამოგდის 6.. ფინალი არის მეშვიდე
toti
17 ნოემბერი 2022 12:11
2
მესამე ადგილისთვის მატჩი გამოდის მეშვიდე
დათო
21 ნოემბერი 2022 02:39
0
ხოდა მე-7 ფინალი იქნება ან მატჩი მესამე ადგილისთვის და ესეც მე-7, ანუ 26 თამაში.
ეეე
20 ნოემბერი 2022 18:44
0
1. ამ რეკორდის მოსახსნელად არგენტინამ მაშინ ფინალამდე უნდა მიაღწიოს
2. კრიშტიანოსათვის ძაან მარტივი შესასრულებელია - მინიმუმ 3 თამაშში 1 გოლი
3 ეს დამოკიდებულია მაგათ ნაკრებებზე რამდენად შორს წავლენ
4.მესისთვის ბოლო მსოფლიო იქნება და ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლია
papai
16 ნოემბერი 2022 16:39
0
როგორ ყოფნის ნახევარფინალი აბა? 3 თამაში ჯგუფში და მერე მერვედფინალი, მეოთხედფინალი და ნახევარფინალი ანუ კიდევ 3 და გამოგდის 6.. ფინალი არის მეშვიდე
toti
17 ნოემბერი 2022 15:16
1
მესიმ ნახევარ ფინალიც ყოფნის რომ მოხსნას ეს რეკორდი 7 თამაში გამოუვა და 26- ამდე ავააა.
Zaza
17 ნოემბერი 2022 02:32
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული